კახეთში ღამით ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +3 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყინვა /