საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507. კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%.

| Print |
FaceBook Twitter Google