კახეთში კორონავირუსით კიდევ 106 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 2530 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 330, იმერეთი - 213, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 98, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 872, აჭარაში - 611, იმერეთში - 856. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 122, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 45, იმერეთში - 26. 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 - თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 6.

| Print |
FaceBook Twitter Google