ავარია სოფელ აფენში - ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც თვიმხილველები ამბობენ, “რენაულტის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ “ოპელის” მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად “რენაულტის” მანქანის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა.

მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google