„ომიკრონმა“ იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განაპირობა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პაციენტების იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით; სიმპტომების მოხსნიდან გასული უნდა იყოს 24 საათი; იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით; ბოლო 24 საათის განმავლობაში, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა; იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება.

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე: ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირებს, ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში.

კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში ,მკაცრად, 8 დღე, კარანტინს ექვემდებარებიან და ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ეძლევათ: არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში; ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებსა და პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.

სამინისტროს განმარტებით, საკარანტინო და საიზოლაციო ვადების ცვლილება ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციები. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 17 იანვრამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.
| Print |
FaceBook Twitter Google