დიდია შანსია, „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ომიკრონი საფრთხეებს ქმნის. მისი განმარტებით, მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

„ დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს.როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა იანვრის ბოლოსკენ, თებერვლის პირველ ნახევარში, ყველა პროგნოზირებადი კვლევა აჩვენებს, რომ შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ ეს იქნება 10 000 თუ მეტი, ამის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, უბრალოდ ჩვენ მივყვებით ლოგიკას და იმ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს, რომელსაც მსოფლიოს ესა თუ ის ინსტიტუცია აქვეყნებს. ამიტომ ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს - ეს არის ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი რგოლის მზაობა და მოსახლეობისადმი თხოვნა - ვაქცინა, ბუსტერული დოზის დამატება და პირბადის ტარება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა

| Print |
FaceBook Twitter Google