გიორგი გაბუნია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე ავრცელებს განცხადებას ტელეარხზე არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც,“-წერს „მთავარი არხის გენერალური დირექტორი.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია გახდა.

„პოსტ ფაქტუმს“ , გიორგი გაბუნიას ნაცვლად, მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს.

| Print |
FaceBook Twitter Google