რა რეკომენდაციები მიიღეს სკოლებმა კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი სკოლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის შემდეგია:
-დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
-ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, ან დაიმუშავეთ სადენზიფექციო ხსნარით;
-პირბადე მოირგეთ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს;
-დახველებისა და დაცემინების დროს აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
-მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
-არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
-ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;

რეკომენდაციები მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის:

-ცხელების/რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში და დაუკავშირდით 112-ს. ინფორმაცია შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
-მოსწავლე უზრუნველყავით პირბადით;
-12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვთა აცრა კოვიდის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტურია.

რეკომენდაციები მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას

-აიცერით დროულად და თუ თქვენი მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 3 თვე - გესაჭიროებათ ბუსტერ ვაქცინაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვაქცინით!
-სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას დადგენილი პერიოდულობით (2 კვირაში 1-ჯერ) ჩაიტაროთ კოვიდ-ტესტირება;
-ატარეთ ნიღაბი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.


| Print |
FaceBook Twitter Google