გურჯაანი-ყიტაანის შემოვლითი გზა კეთდება
ევროკავშირის საგრანტო პროგრამის დაფინანსებით, გურჯაანი-ყიტაანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. დაგეგმილია 3 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულად მოასფალტება.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, ატმის სეზონზე მაღალი გამავლობის ავტომობილები, ბაკურციხიდან ყიტაანის ინდუსტრიულ ზონას ამ გზით დაუკავშირდებიან და დასახლებული პუნქტი განიტვირთება.

„პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის საგრანტო პროგრამას. მნიშვნელოვანია იმით, რომ მოხდება ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის დაკავშირება გურჯაანის შემოვლით გზასთან, რაც გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვას.ატმის სეზონზე მაღალგაბარიტული მანქანები ივლის ნახსენები გზით და აღარ იქნება საცობები.“

მისივე თქმით, გზის სამუშაოებზე ორი მილიონი ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google