კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება - თამარ გაბუნია
გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გაბუნიას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაიწყებს ფუნქციონირებას.

„რაც შეეხება ამბულატორიული ქსელის მობილიზებას, დღეს მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება. კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google