საქართველოში კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 728 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 015 592-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 943 212. კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.

| Print |
FaceBook Twitter Google