ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, ყოველთვიურად 200 კვტ–მდე მოხმარებული ელექტროენერგიიდან თითოეულ კვტ–ზე 3,5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. აღნიშნულზე განმარტება სემეკ–ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააკეთა.

„სუბსიდირების პროგრამაში მოხვდებიან 150 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. ეს არის 310 ათასი აბონენტი (ოჯახი), სულადობრივად მილიონზე მეტი ადამიანი. მათ დაუსუბსიდირდებათ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი 3,5 თეთრი თვეში მოხმარებულ 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე, ხოლო ვინც 200 კვტ/სთ–ზე მეტს მოიხმარს, სუბსიდია 200 კვტ-მდე გავრცელდება, დანარჩენს კი მოქალაქე გადაიხდის სუბსიდიის გარეშე,“- თქვა მან.

ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google