საქართველოში ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციიტ, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის არსებულ თავისუფალ ადგილებს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ოთახია თავისუფალი, თუმცა აცხადებენ, რომ „ ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას“.

„თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 46 კოვიდსასტუმრო, 2217 ნომერი“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google