ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინმფორმაციით, ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული. უწყების ინფორმაციით, ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წლიურად თაფლის ექსპორტის ღირებულება 436%-ით, მოცულობა კი, 696%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი 2016 წლიდან არის ნებადართული.

| Print |
FaceBook Twitter Google