დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან
15 წლამდე ასაკის 2 528 მოზარდია ორი დოზით აცრილი, 16-დან 17 წლამდე
ასაკის პოპულაციაში კი – 10 696 .
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა სრულად ასე
გამოიყურება:
სულ ჩატარებულია 2 635 602 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1
313 388 ადამიანი, რომელთა ასაკი 18 და მეტი წელია. ეს ციფრი კი
მთლიანი მოსახლეობის 45.7%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 18 და მეტი წლის 1 200 091 ადამიანი, რაც
მოსახლეობის 41.8%-ია. ბუსტერ დოზით სულ აცრილია 120 094
ადამიანი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 680(2.08%) სრულად
აცრილია – 2 528 (1.43%) , 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით
აცრილია 12 287 (15.15%) სრულად აცრილია-10 696 (13,19%)
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 16-დან 18 წლამდე პირების აცრა „ფაიზერის“
ვაქცინით 2021 წლის 21 ივლისიდან არის დაშვებული, 12-დან-15 წლამდე
მოზარდებისთვის იგივე ვაქცინა 2021 წლის 9 ნოემბრიდან გახდა
ნებადართული.
მასალის გამოყენების პირობები