შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს
კოვიდ-პასპორტები აღიარა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე”,- წერია
საელჩოს გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები