ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, „ომიკრონი“ მათ იშვიათად ემართებათ- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, იმ ვითარებაშიც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი „პისიარ“ ტესტითაც არ დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.

„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ "პისიარ" ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს.“- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს შტამი „იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს“.
„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google