როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს სიღნაღშიც. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /