ბაჩო ახალაია საპატიმროს პირველ მარტს დატოვებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას პირველ მარტს დატოვებს.

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.

| Print |
FaceBook Twitter Google