ონლაინსწავლების სურვილი 23 869 მოსწავლემ გამოთქვა
13 იანვრიდან დღემდე, განათლების სამინისტროს, ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილით, საჯარო სკოლების, 23 869 მოსწავლის მშობელმა მიმართა. ონლაინსწავლების გაუქმების მოთხოვნით კი 4 842-მა მშობელმა.

„განათლების სამინისტროს განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მსურველებმა, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე https://online.emis.ge/closed -ზე შეუძლიათ.

განაცხადის შევსება და რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–დან 18:00 საათამდე. სამინისტროს განმარტებით, მათ, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია აღარ დასჭირდებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google