„ომიკრონით“ ინფიცირების პიკური პერიოდი თებერვლის პირველ დეკადაში იქნება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება.

მისი თქმით, ქვეყანაში საშუალოდ, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 70%-ს „ომიკრონი“ წარმოადგენს.
„თბილისში ეს მაჩვენებელი მაღალია და 80%-ს წარმოადგენს. იანვრის ბოლო-თებერვლის პირველ დეკადაში, ათი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google