პარლამენტი ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google