გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 23 იანვარს
საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში
+5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში
-1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები