სად მოქმედებს შეზღუდვები დიდთოვლობის გამო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია.

უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა, ნაწილზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაა დაშვებული.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნინოწმინდის–წალკა–მანგლისი–ფარცხისი–კოდას საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბენარა-აბასთუმანი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google