დღეს კახეთში ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს სიღნაღშიც. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /