პაპილომავირუსზე უფასოდ აცრა 13-18 წლის გოგოებსაც შეეძლებათ
საქართველოში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი, ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.

ჯაბიძის თქმით, აცრა შემდეგი სქემით მოხდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
აქამდე პაპილომავირუსის აცრა უფასო 10–13 წლის გოგონებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

„ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა“–წერს ჯაბიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google