სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს - ბიძინა კულუმბეგოვი
სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.


„ომიკრონის" გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება. ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და „ბუსტერული“ დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ „ბუსტერ“ დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google