კახეთში კორონავირუსით კიდევ 366 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 6027 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 1 167, იმერეთი - 1 323, ქვემო ქართლი - 512, შიდა ქართლი - 475, გურია - 218, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი - 203, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც:4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 938, აჭარაში - 610, იმერეთში - 821.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 123, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 50, იმერეთში - 20.

1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 - თბილისში, 626 - აჭარაში.64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6.

| Print |
FaceBook Twitter Google