მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 347 მილიონს გადააჭარბა
პლატფორმა worldometers-ი მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 347 მილიონს გადააჭარბა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 276 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 64.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 71.3 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 38.9 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google