კორონავირუსით საქართველოში კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585.

კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.61%.

| Print |
FaceBook Twitter Google