კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 1 კი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოქალაქეები ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.

| Print |
FaceBook Twitter Google