საგარეჯოში უკანონო ნადირობის სამი ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ უდაბნოში მოქალაქეები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ნადირობდნენ. დავით გარეჯას მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევს, უკანონოდ ჰქონდა მონადირებული 2 ერთეული კაკაბი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google