კახეთში კორონავირუსის 626 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 8357 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 საიდანაც: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 963 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 132, იმერეთში - 262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 30 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google