ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.

„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ერიცხებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google