მწვანე პასპორტებს“ ის აუცრელებიც მიიღებენ, ვინც კოვიდზეც არ გატესტილან - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

NCDC-ის დირექტორის თქმით, შესაბამისი ნორმატიული აქტი ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა.

„ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ტესტირება აუცილებელი არ არის, ომიკრონი ისე ცირკულირებს. სასურველია, ისინი სიმპტომების შემთხვევაში გადავიდნენ იზოლაციაში,“ — თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

| Print |
FaceBook Twitter Google