უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე თვითმფრინავი ჩაფრინდა.

ცნობისთვის, ამერიკამ ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით, 200 მილიონი დოლარი გამოყო. 22 იანვარს უკრაინაში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც თავდაცვითი დახმარების რამდენიმე პარტიიდან ერთ-ერთი პაკეტი ჩაიტანა.

მეორე პარტია ამერიკიდან უკრაინაში 23 იანვარს ჩაიტანეს, რომელიც მოიცავდა 80 ტონა თავდაცვით იარაღს.

| Print |
FaceBook Twitter Google