საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832. კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.

| Print |
FaceBook Twitter Google