კახეთში კორონავირუსით კიდევ 704 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 9487 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013 საიდანაც: 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 999 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google