საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 42,2%–ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ 2 676 520 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 18 წლის ზევით მოსახლეობის 42,2 პროცენტი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა 1 325 112 ადამიანმა გაიკეთა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 46,1%–ია. ვაქცინის მესამე ე.წ ბუსტერ დოზა 136 478–მა პირმა გაიკეთა. 2-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 816 (2.15%) სრულად აცრილია -2 668 (1.50%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 375 (15.26%) სრულად აცრილია- 10 787 (13,30%).

| Print |
FaceBook Twitter Google