ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე შემცირდა.

მისივე თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4500-მდე საწოლია დატვირთული. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია.

„დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა. საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ სექტორზე, ასევე მოზარდებისთვის. პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობიდან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ, დღეისათვის გვაქვს 700 პედიატრიული საწოლი და აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია,“ - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google