კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 22.42%-ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია, ბოლო 14 დღის - 15.32%, ბოლო 7 დღის - 19.58%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google