მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის მიმართ - პაატა იმნაძე
ჩვენი კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ. ამაში შედიან კოვიდგადატანილები, ორთჯერადად აცრილები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა რა შედეგებს გამოიწვევს „ომიკრონი“ ხანდაზმულებსა და აუცრელ მოქალაქეებში.

„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ხანდაზმულების თითქმის ნახევარი აუცრელია. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განზოგადება იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იყო“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google