საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168.

გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531. კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.58%.

| Print |
FaceBook Twitter Google