კახეთში კორონავირუსით კიდევ 656 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 8989 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771 საიდანაც: 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 980 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google