გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევის გამო სამი ბაღი დაიკეტა
კალაურის, ქოდალოს დ აზეგაანის საბავშვო ბაგა- ბაღი დროებით დაიხურა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, საბავშვო ბაღის თანამშრომლების ნაწილს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„კალაურის ბაღში კოვიდი დაუდასტურდათ თანამშრომლებს. ზეგაანსა და ქოდალოში მაღალი ტემპერატურა აქვთ რამდენიმე თანამშრომელსს, ამიტომ დღის განმავლობაში დავკეტეთ ეს ბაღებიც. სამივე ბაღი 7 თებერვლამდე შეწყვეტს სააღმზრდელო პროცესს. ასევე ვეჯინის და ბაკურციხის ბაღებში დაკეტილია თითო ჯგუფი.“

რაც შეეხება სხვა ბაღებს, შორენა ფროდიაშვილის თქმით, ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ჩვეულ რეჟიში განაგრძობენ მუშაობას. ცნობისთვის, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 2000-აღსაზრდელიდან სულ 430 გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google