აფთიაქში შეძენილი ტესტით დადასტურებული კორონავირუსი, სისტემაში ვერ მოხვდება - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პირს, კოვიდი, აფთიაქში შეძენილი ტესტით დაუდასტურდა, იგი სისტემაში როგორც კოვიდგადატანილი ვერ მოხვდება.

,,ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, რადგან ჩვენი დაკავშირება თუნდაც ევროკავშირის სისტემასთან მოითხოვს იმას, რომ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გვქონდეს ტესტის პასუხი გადატანილი დიაგნოზის უკან", – ამბობს გაბუნია.

| Print |
FaceBook Twitter Google