28 იანვარი წმინდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს უახლოესი მეგობრის წმიდა სალომე უჯარმელის დღეს აღნიშნავს.

წმიდა სალომე უჯარმელი, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს უახლოესი თანაშემწე იყო. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა და მუდამ იწვრთნებოდა წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება.

| Print |
FaceBook Twitter Google