თებერვლის მეორე ნახევრიდან სტაბილიზაცია იქნება - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი იქნება.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google