ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი 2021 წლის აპრილშიც გადაიტანა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი "ფაიზერის" ორი დოზით აიცრა.

| Print |
FaceBook Twitter Google