ბუსტერ დოზით ფულადი წახალისების ფარგლებში 20 000-მდე პირი აიცრა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 იანვრიდან დღემდე, ფულადი წახალისების პროგრამის ფარგლებში, ბუსტერ დოზით 50 წლის და მეტი ასაკის 19 985 პირი აიცრა.
წამახალისებელი პროგრამა ბუსტერ დოზებზე 25 იანვრიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში 50 წლის და მეტი ასაკის პირები ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google